გაერო-ს რეზოლუცია „აგრესია უკრაინის წინააღმდეგ“

03.03.2022 02:24

უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის მიღებას გაერო-ში საქართველოს მუდმივმოქმედი, ელჩი კახა იმნაძე ეხმაურება. ის აქცენტს დოკუმენტის მნიშვნელობაზე აკეთებს. მისი თქმით, რეზოლუციის მიღებამდე, გაერო-ში დებატები ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და ის მხარდაჭერა, რაც უკრაინის რეზოლუციამ მიიღო, უპრეცედენტოა. დოკუმენტი რუსეთის უკრაინაში შეჭრას გმობს და კრემლს შეიარაღებული ძალების დაუყოვნებლივ გაყვანისკენ მოუწოდებს.  განცხადება გაავრცელა საგარეო საქმეთა მინისტრმაც: „საქართველო გაერო-ს იმ 96 წევრ სახელმწიფოს შორისაა, რომლებმაც რეზოლუცია „აგრესია უკრაინის წინააღმდეგ“ დაასპონსორეს. „ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით," - აცხადებს დავით ზალკალიანი. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: