Download Original MUSIC Link: https://soundcloud.com/ig-ifefficial/...
Music video by Gig-Life \u0026 Sulo. © 2021 Giant Records
(LYRICS)
(Gig-Life)
ნუ მეტყვი როგორ განვითარდა ჰიპ ჰოპი, როდესაც ამ ჟანრში მე მერგო გოლგოთა,
ნუ მეტყვი როგორია ჰიპ ჰოპის სახლი, როდესაც აგურები ზურგით მე მომქონდა,
ნუ მომწერ რაგვარად ჟღერს ეს ჟანრი, თავადაც ვიცი და სისხლითაც ვკვებე,
ვიცოდი რაგვარადაც უბერავდა სიო და მე მაინც დარაბები არ გამოვკეტე,
მაგრამ იმასაც ნუ მეტყვი რომ მე ამ ჩანახატის წერა არ დავასრულო!
რადგანაც მესმოდა ამბობდა ვინ რასაც, ვხვდებოდი იმასაც ვცდებოდი სულ რომ!
და ხელოვნებას როგორ იტევს მსმენელი სულ მახსენდება ჩემი ძმა სულო!
და ვინარის ამ თამაშში ფარისეველი, ვინ პილატე? აღთქმა რომ აღვასრულო?
როდესაც პრინციპებს ყიდიდნენ ტიპები, და მათი ვეშები ხდებოდა ჰიტები,
ეპოქა რომელშიც გამეფდა ფული, რა აზრიაქვს იმას რომ არ გაიყიდები?
თავადაც ვიცი რომ ნამდვილ პროზას მოაქვს ნამდვილი გულების ფეთქვა,
მაგრამ ეს გულები სერეს და სერეს, და ამ ნაწერებს სიცრუე ერქვა!
და მეტი მე აქ რა უნდა მეთქვა, თუ ჩემი გული განაგრძობს ფეთქვას,
თუ დრო გამიძლებს და არ დამშის და გათენებას შევხვდებით ერთად,
ასი წლის მერე თუ ვინმე იტყვის რომ Gig-Life რაღაცას წერდა,
თუ ამ ბნელიდან გამოვა ბევრი და ჩემი ხელი კალამს შეაბერდა!..
(Hook)
იცი რამდენ რამეს ვთმობთ, შენამდე მოვარდნილ სტროფს, რომ სიცოცხლე გავცეთ,
იცი რამდენ რამეს მთხოვს, რამდენ დროს რომ დავწერო, სულის ვატანთ ნაწილს, ნაწერს.
(Sulo)
არასდროს მქონია მიზანი.. მელანქოლიის ფხიზელ ირონიას, მორიგ დღის სანაცვლოდ და მთელი სიცხადით, სტროფს უმისამართოს იმედად ვიცვამდი (სიცოცხლისთვის)...
და რომ გეკითხათ ვის ვგავდი, ამ ეპიდემიის ფანდისკენ მოსწრაფეს, ‘ფურცლებზე მოწამე მელნისფერ ავადმყოფს’ თან მთელი სისავსით ცხოვრებამ სტროფები დამაჭდო სისხამი...
მქონია არასდროს მიზანი.. ამ ეიფორიის ნაგლეჯებს, ათასჯერ ნაფიქრს და დაღეჭილს, მისადმი მიძღვნილთ, ამ რეჩი’ტატივსაც გემო აქვს მდარე სჯის - პუბლიკის! თუმცაღა პუბლიკას რას ერჩი?!
ზღვა როტაციით ნაჯერი ათასი ფიტული გარეწრის, რომელთაც ხელოვნის ნიღაბი აცვიათ! რა მისახვედრია?! ეს მათ არ იციან! რომ ხელოვნება ღარიბთა ხვედრია! ეს მათ არ იციან! რომ ხელოვნება ღარიბთა სისხლია! - ეპოქის სულიდან გაღწევა მყისიერ! და რომ მეც მქონდა წარმოსახვითი, ეს ნარკო სახე ფინთი, იმ გადმოსახედიდან გადმოვსხვაფერდი და ბრმა მგოსანს მედიდურს და პროზით სვე მდიდარს - ნარკო პროპაგანდა შემრჩა....
სულ რომ დამალოთ სული თქვენ გახსოვდეთ, რომ ჩემი ლირიკა სულამდე ატანს, ამ გულამონატანი სტროფების სათავე, რომ მოისადავეს სიტყვებმა მარად.. არა და არა! - ეს მკაფიო კაფიაც პოეტის სენია.. უეპიტაფიოს დაჯერდეს ნაწერი.. და ვამბობ აპრიორს, ვერ შექმნი ვერარას შენ თუ ვერ შეგიგრძნეს სიტყვებმა!..