Sulo - ‘ნაწერი კედელზე’

08/13/2021
GigLifeMusic-ის მიერ

Download Original MUSIC Link:   / sulo-1  

Music video by Sulo. © 2021 Giant Records


(LYRICS)


(Sulo)
ყველაფერი ერთ, სველ, უცაბედ მაისს დაიწყო. თითქოს უჩვეულოც, რომ არა უნდა ყოფილიყო. ის გადააწყდა ნაშრომებს ჯონი მანის. სანამ, უნაფეხურებო ქუჩებს აწვიმდა მონიგამი. - გახრწნილების... კითხულობს პროფესორ მანის დღიურს, მის ექსპერიმენტს, მის გონის ექსპრესს მისდევს და ვით დექსტერს ინერტს. - ახალი მსხვერპლისადმი... - წყურვილი ეაზრება. ისწორებს ოფლიან სათვალეს და (სადღაც) ფიქრის ლუპა ერაზება. მის სხეულს რეცხაცს რძიან ჩაის ეპიტაფია. შიგა და შიგ თვალს აპარებს დეკორატიულ ბროწეულს. ხვდება ფრაზა : ‘პაციენტს, შობიდანვე გენიტალია, მოჰკვეთეს ქირურგებმა, ახალშობილი, რომ არ გვანებოდა სოც. ეულს’. მასზე მზეუნველობა იტვირთა მანიმ, ამერიკელ პროფესორმა. პაციენტს უფალოსო დევიდს, უნდა მორგებოდა როლი სუსტი სქესის. უბრალო ნიმუშად ქალის, რომ გაზრდილიყო, ბრძანა ორფეოსმა. იწყო სიგიჟის მეექვსე პალატამ მძაფრი სუნთქვა. დევიდს ეძახიან ‘ახალი რასის ევას’. და სანამ სათვალიანი რატი მაღლდება ბიომასაზე. ერთი შეხედვით გულქვა კომუნიზმი, მის გარშემო იწყებს ნგრევას. დემოკრატები აძევებენ ქუჩებიდან აჩრდილს სტალინის. ‘მასობრივ თავისუფლების’ გაისმის სკანდირება. სანამ, ფროიდი ქალიშვილზე ოცნებობს, ბანანს ჭამს დარვინი. რეიგანი შეჰყურებს ზეცას, უცხო ცივილიზაციის იწყებს მხილებას. იძრობს სათვალეს, იღუშება... ვერ წვდება დროთა (დროებათა) ფიქრს. რატიმ არ იცის, რომელ სიღრმეს ეკუთვნის აზრთა ფსკერი. ინფორმაციული ქაოსი, ატომებად ამსხვრევს ‘ბოტანიკს’. ამ ბრბოთა ხიბლს სურს გამოეყოს, სწორად დასვას სასვენი. ამდენ გამოკვეთილ გვარებში, ვინ ფლობდა (გენიოსის) გენიურ ინსტინქტს. ან რატომ იბადება ორი სქესი?!. რას ამბობს 23 ქრომოსომა?!. თავს რატომ ეძებს Y-ში X-ი?!. ანდა ეს ‘ოქროს შუალედი’ ვინ მოზომა?!. უფეხსაცმელებო ფიქრი აცაბაცად ხეტიალობს. მანის ნაშრომები თავისკენ იხმობს რატის. რომ, ჩაეაზროს, გაიერთიანოს, ერთია რომ კითხულობ და მეორე როცა მიმდევრობის გიპყრობს ფანდი. ჯონი მანი დევიდს აყვარებს თოჯინას. დევიდი ხატავს პეპლებს, დევიდმა არ იცის, რომ დევიდია!. იგიში, რჩება იგი! ის აიგნორებს მორკინალ. ალტერ ეგოს, მის მამაკაცურ საწყისს, ბუნებრივ მერიდიანს. მშობლები აცმევენ კაბას. ქალის ვიზუალში მყოფს, დასცინის მთელი სკოლა. სუსტი სქესი უყვარს დევიდს, ბრბოს თვალში ჩანს, რომ ქალი ქალს აბავს. მასში იწყება. ახალ ბრძოლათა სრბოლა. და სანამ ... შეიძენს ... რაობას. ახალი სამყარო ..... ახალ წყობას... მორალს...