Download Original MUSIC Link: / sulo
Music video by Sulo. © 2021 Giant Records
(LYRICS)
(Sulo)
თუ როდის ემეგობრა შეშლილობას ვერ ვიხსენებ. ის, გარდამავალი წამი, თუ როდის ებინავა აზრთა ყოფილს. მახსოვს ამბობდა, რომ : ‘არ არსებობს სიცოცხლე ფურცელს მიღმა’. ოცდაათისამ განჭვრიტა საკუთარ თავში ავადმყოფი. მიერულა ნატვრის ხესთან მის სამოსელს უკანასკნელს. ნაქალწულარ ნოემბრებმაც მის ფიქრებში იწყეს კვდომა. და მიხვდა, რომ ზამთარი სითეთრეს კარგავს. რომ სანამ არსებობს ადამიანური სითბო უნდა არსებობდეს უნდობლობაც. საზოგადოება ნიღბოებამ იბინავა. განევლთო ცისფერ ეკრანის პოპულარულ სნობებს, ამ ბრმათა ხინჯებს. განსხეულებულ კუროსთა არქაულ ღიმილს და მიხვდა : რომ ოცნება არ კლავს, ოცნება ამახინჯებს. ის არ გამოთქვამდა ნაფიქრს, ნააზრევს, პროტესტს. ქუჩებში გადაყრილ ფურცლებს აგროვებდა და მასზე წერდა. რომ პირველია სუნთქვა და პირველ სითეთრეს ცრემლი მოსდევს. და სწუხდა რომ ყოველდღიურ არარაობას შეაბერდა. გონება ბეჭდავს ფიქრებს ზღვა ტირაჟით. სარკაზმი ადევს სახეებს, ვით ბებერ პროსტიტუტს უგემოვნო მაკიაჟი. მისდევს ცარიელ დღეებს, ნაბოძი სიცოცხლე, უშნოდ ულევი. გავს კაცის ცხოვრება მდორე სატირას გასართობი შოუების. მიდის ორგანიზებული ნგრევა არასამთავრობო ორგანიზმით. მეხუთე პრეზიდენტი წინა ოთხის უპირობო, უსიტყვო კლონი. იზმთა ქაოსი, ფენიზმი, ბრბოთა იზმი. მხოლოდ შეფუთული არასრულფასოვნებისადმი მსხვრევის რუპორით. რთულია მსოფლიო აზროვნებას სიშლეგე დასწამო. იქნებ, თავად ხარ მშვიდობიან სამყაროში ბნელი რადიკალი. იქნებ, არ ღირს საერთო მიღებულ ნორმიდან თავს აძალო გაქცევა. და თან ამ ძალოვან სტრუქტურის, მშვიდობის სახელის - მოგლიჯო ფანდის კვალი. სადა აქვს სიგიჟეს დასაბამი? მედია ბრბოში თესავს აზრს, მედია მოძალადე, მედია მკვლელი. საზოგადოება ვით სარჩული, მათი სიტყვიერი აზრთა ლამის. იქნებ არც ღირს, ადამიანობასთან გაავლო პარალელი. მახსოვს დამშეული აგროვებდა ქუჩაში ქაღალდებს. რომ ესაუბრა, თუმცა სასაცილოც იყო საუბარი. რომ მასშიც ენთო ამ კლოუნადის კვალი, ვით რიგით მოქალაქის. და რომ ჭეშმარიტად ეცხოვრა ფურცელს, ვინც ეპოქისთვის გახლდათ მკვდარი. მაგრამ რატომ? ის ფიქრობდა, კითხულობდა, სწერდა. და ასე თვითკმა, სურდა ჩაწვდომოდა ზე კაცის აპოთეოზს. და თუ ტოვებდა ბინას, მხოლოდ ყოფითი ნივთების შესაძენად. რადგან გაექცა გარდაცვილ პერსონაჟთა ბრმა როდეოს. ყოფიერებას გაექცე, ეს ჯერ არ ნიშნავს მის არ არსებობას. გამოდის, ნებსით თუ უნებლიეთ თავს იტყუებ. მაშინ რაღა განსხვავებს, ამ გაყიდულ სნობებს, ამ ბიონაგავს. შენ რა იცი, ვინ რის ფასად გაურბის პირად სიცრუეს?!. იქნებ ყოველში იკითხება დაკარგული აჰასფერი. და უთავშესაფრობა ცვარავს ამ სახე წაშლილ პატრიციებს. იქნებ თავის მოტყუება ჰქვია სიმშვიდის ვაქცინს. თაღლითი ასტროლოგიც ამ მიზეზით მუქ სათვალეს არ იცილებს. შენც დროა გაყიდო შენი წილი საზოგადო სამოსელის. ამ ცოცხალ-მკვდრებში განერიდო ანონიმურ იდეალებს. წიგნის ჭიებს, მსხვერპლებს სახალხო ბორდელის. ბრმა ბოჰემის გარყვნილ ნატურებს, ზნე წაშლილ ლიბერალებს. პროზაულ ნიმფომანებს, რომ ღლიან ფურცელზე საკუთარ გამზრდელს. გადაწყვიტა გაქცეოდა მათ ყოველდღიურ აზრთა ყოფილს. დატოვა ფურცლები, რომელთაც მძაფრი ზიზღი გასდევთ. სათაურით : ‘ვჩუქნი, დაავადებულ მსოფლიოს, დღიურს ავადმყოფის’.