"ვეფხისტყაოსნის" საჯარო კითხვა..

06/22/2012
odishitv-ის მიერ

\"ვეფხისტყაოსნის\" საჯარო კითხვა ზუგდიდში.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით, ცენტრალური ბიბლიოთეკისა და მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ერთობლივი ინიციატივით დღეს ქალაქის ცენტრალურ ხეივანში „ვეფხისტყაოსნის\" საჯარო კითხვა გაიმართა. ტრადიციად ქცეული ღონისძიება წელს უკვე მეათედ ტარდება. ვეფხისტყაოსნის საჯარო კითხვის დღეს ბიბლიოთეკის პატარა მკითხველებს დიდები ჩაენაცვლნენ და სურვილისამბრ შოთა რუსთაველის პოემა ხმამაღლა წაიკითხეს

\"ვეფხისტყაოსნის\" კითხვის მარათონში მონაწილეობა ნებისმიერი მსურველს შეეძლო. თაობაც რომელმაც ეს ინიციატივა დიდი ენთუზიაზმით აიტაცა ჩვენი კამერის ობიექტივში დღვანდელ დღეზე საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამდა

აგრეთვე გამოიფინა პოემის სხვადასხვა წლის გამოცემები და აფორიზმები. სპეციალური ემბლემით დამშვენებულ მონაწილეებთან ერთად ღონისძიება გაალამაზა მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლესთან არსებულმა ხალხური ცეკვისა და სიმღერის ფოლკლორულმა ანსამბლმა .ლევანდელი ღონისძიების დევიზი იყო : „ჩემი კარგი ვეფხისტყაოსანი\" შეგახსენებთ რომ ამ ტრადიციას საფუძველი მწერალმა დათო ტურაშვილმა და ნუგზარ წიკლაურმა ათი წლის წინ ჩაუყარეს.
http://www.odishi.ge/
http://www.facebook.com/odishitv/