აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის ძალებმა იემენში ჰუსიტების ობიექტებზე თავდასხმები განახორციელეს. აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მედიასთან საუბრისას აღნიშნა, რომ დარტყმები თვითმფრინავებით, გემებითა და წყალქვეშა ნავებით განხორციელდა. დარტყმები დედაქალაქში, ჰუსიტების წითელი ზღვის პორტში, ჰუდა-იდაში, დამარსა და საადაში დაფიქსირდა. აშშ-ის საჰაერო ძალებში აცხადებენ, რომ მოკავშირეებთან ერთად, იემენში „ჰუსიტების“ 60-ზე მეტ ობიექტს დაარტყეს. ობიექტები მოიცავს სამეთაურო-საკონტროლო ცენტრებს, საბრძოლო მასალის საცავებს, გამშვებ სისტემებსა და საჰაერო თავდაცვის სარადარო სისტემებს. დ
არტყმებისას 100-ზე მეტი მაღალი სიზუსტის საბრძოლო მასალა იქნა გამოყენებული. ჰუსიტების ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ აშშ და დიდი ბრიტანეთი მძიმე საფასურს გადაიხდიან ამ აგრესიისთვის. ამერიკის პრეზიდენტის თქმით, დარტყმები განხორციელდა აშშ-ს ძალების მიერ, „გაერთიანებულ სამეფოსთან ერთად და ავსტრალიის, ბაჰრეინის, კანადისა და ნიდერლანდების მხარდაჭერით“. ბაიდენმა განმარტა, რომ ავიაიერიშები იყო პასუხი „ჰუსიტების“ მიერ წითელ ზღვაში სავაჭრო გემებზე განხორციელებულ თავდასხმებზე.
აშშ-ს თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ იემენში, „ჰუსიტების“ ობიექტებზე თავდასხმა „ჰუტისების შესაძლებლობების მოშლას ისახავს მიზნად“. დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა კი აღნიშნა, რომ დარტყმები იყო „აუცილებელი და პროპორციული“. პარალელურად, საუდის არაბეთი აცხადებს, რომ ის აკვირდება სიტუაციას „დიდი შეშფოთებით“. განხორციელებული თავდასხმების გამო, რუსეთმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომის დანიშვნა მოითხოვა, რომელიც სავარაუდოდ დღეს გაიმართება.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.