„კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინა


„პფაიზერის“ და „ბიოენტექის“ მიერ წარმოებული ვაქცინის დანერგვის შემდეგ აშშ-ში კიდევ ერთი მაღალეფექტური ვაქცინის გამოყენება იწყება. სურსათის და მედიკამენტების სააგენტოს მრჩეველთა საბჭომ „მოდერნას“ მიერ შექმნილ ვაქცინას მხარი დაუჭირა, რაც დიდი ალბათობით ავტორიზაციის მინიჭების პროცესს დააჩქარებს. უკვე მეორე კვირაა, აშშ-ში რისკ-ჯგუფებს ამერიკულ-გერმანული კომპანიების მიერ ერთობლივად შექმნილი ვაქცინით ცრიან. პირველი მაღალჩინოსანი, რომელმაც „პფაიზერის“ და ბიოენტექის ვაქცინა გაიკეთა, ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსია. ვაქცინაციის პროცესი პირდაპირ ეთერში აჩვენეს.

როგორ მიმდინარეობს ვაქცინაცია და როგორია პროგნოზები, - „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტი ეკა მაღალდაძე ვაშინგტონიდან.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან