უმაღლეს საბჭოში მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს ანგარიში მოისმინეს

06/11/2021

აჭარის უმაღლესმა საბჭომ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს 2020 წლის საქმიანობის ანგარიში ცნობად მიიღო. შენიშვნები ჰქონდა, როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებს. დეპუტატები დაინტერესდნენ რა სარგებელი მოაქვს რეგიონისთვის ხალხის ფულით დაფინანსებულ 10 მილიონიანი ბიუჯეტის მქონე საზოგადოებრივ მაუწყებელს, ბორდმა უპასუხა რომ სარგებელი საკმარისი არ არის და მაუწყებელი მეტს უნდა აკეთებდეს.  წლების განმავლობაში არსებული შენობის პრობლემა კიდევ ერთხელ შეახსენა უმაღლეს საბჭოს მაუწყებლის წარმომადგენლებმა. ოპოზიციამ მაუწყებლის რეიტინგი გააკრიტიკა, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ფიქრობს რომ ტელევიზიის რეიტინგის გასაზრდელად მაუწყებელმა ადგილობრივი საკითხების გაშუქების მეტი დრო უნდა დაუთმოს.

#გიორგი_კირთაძე
#ლევან_ანთაძე

ვიდეოები „აჭარა ენმ / Adjara unm"-ისგან