პროკურორთა კონფერენცია

18.10.2019 02:31

ახალი წევრები ჰყავს ორგანოს, რომელიც გენერალური პროკურატურის ზედამხედველია. 15-წევრიან საპროკურორო საბჭოში დღეს ექვსი წევრი აირჩიეს. ექვსივე პროკურორია, რომლებმაც საბჭოში კოლეგები 4-წლიანი უფლებამოსილების გასვლის შემდეგ ჩაანაცვლეს. 2015 წელს შექმნილი საპროკურორო საბჭოს მიმართ ინტერესი განსაკუთრებით მაღალია, რადგან მისი ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია გენერალური პროკურორის კანდიდატის შერჩევა და შემდეგ პარლამენტისთვის წარდგენაა. ხათუნა გაგნიძე ადევნებდა თვალს საარჩევნო პროცესს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: