შეხვედრა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ


• ზუგდიდში შეზღუდული შესაძლებლობების მქ...  
ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ა/ო პარტნიორები დემოკრატიის განვითარებისათვის, მიერ პროექტის ,,ერთად შევქმნათ თანაბარი შესაძლებლობები” ფარგლებში გაიმართა შეხვედრა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ.
შეხვედრას ესწრებოდნენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ადგილობრივი მედიის, თვითმმართველობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომელთაც მიეწოდათ ინფორმაცია გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების კონვენციის შესახებ.
შეხვედრაზე განხილულ იქნება შემდეგი თემები:
 შშმ პირთა უფლებები გაეროს კონვენციის მიხედვით.
 დამოუკიდებლად ცხოვრება და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვა.
 თანასწორუფლებიანობა და დისკრიმინაციის აკრძალვა.
 მედია ინკლუზიურობისათვის.
 ადგილობრივი თვითმმართველობის როლი შშმ პირთა ინკლუზიის საკითხებში.
შეხვედრას უძღვებოდნენ:
ალიკა კუპრავა - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.
სიმონიკა პეტრიდისი - მთავრობის ადმინისტრაციის საპარლამენტო მდივნის მრჩეველი.
პროექტის მიზანია საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპებისა და სტიგმის აღმოფხვრის ხელშეწყობა და ახალგაზრდების გააქტიურება შშმ პირების უფლებების და მათი ჩართულობის გასაზრდელად.
პროექტი ,,ერთად შევქმნათ თანაბარი შესაძლებლობები” ხორციელდება პარტნიორი ორგანიზაციების მიერ სამ ქალაქში, ზუგდიდში, ახალციხესა და რუსთავში. ზუგდიდში პროექტს ახორციელებს ა/ო პარტნიორები დემოკრატიის განვითარებისათვის, USAID-ისა და საარჩევნო სისტემათა საერთაშორისო ფონდის IFES-ის ფინანსური მხარდაჭერით.
‪#‎ერთადშევქმნათთანაბარიშესაძლებლობები‬
‪#‎pdd‬