თბილისში მულტიპროფილური ლაბორატორია გაიხსნა


თბილისში კავკასიის რეგიონში ყველაზე დიდი მულტიპროფილური ლაბორატორია გაიხსნა.

„მეგალაბი“ უახლესი სამედიცინო ტექნიკით არის აღჭურვილი და მაქსიმალური სიზუსტით უზრუნველყოფს დიაგნოსტირებას.

ლაბორატორიას შესაძლებლობა ექნება წელიწადში ექვსი მილიონი ტესტის კვლევა განახორციელოს. „მეგალაბის\" ბაზაზე, პოსტსაბჭოთა სივრცეში პირველად გაიხსნა ციფრული პათოლოგის დეპარტამენტი, სადაც მსოფლიო სტანდარტების შესაბამისად ხორციელდება პათომორფოლოგიური კვლევები.

საქართველოში რთული დიაგნოზების დასმა უკვე მულტიდისციპლინურ რეჟიმში იქნება შესაძლებელი და ამ პროცესში „მეგალაბის“ პარტნიორი, მსოფლიოს ცნობილი ლაბორატორიული ბრენდები ჩაერთვებიან.

„მეგალაბს“ ასევე აქვს შესაძლებლობა, მთლიანი კავკასიის რეგიონს მოემსახუროს, რაც ქვეყანაში სამედიცინო ტურიზმის განვითარების უმნიშვნელოვანეს პირობას შექმნის.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან