ბროკოლის და ყვავილოვანი კომბოსტოს სალათა

17.01.2018 04:24

გემრიელი ბროკოლის და ყვავილოვანი კომბოსტოს სალათის რეცეპტი იხილეთ საიტზე http://mzareuli.info/salatebi/746 ყვავილოვანი კომბოსტოს სალატი და ბროკოლის სალატი ასევე ჩვენს საიზე იხილეთ უამრავი კულინარული რეცეპტი გემრიელი ნამცხვრების რეცეპტი, კულინარული საიტი და კრემიანი ნამცხვრების რეცეპტი მასალა: ბროკოლი 400 გრ ყვავილოვანი კომბოსტო 400 გრ პომიდორი 5-6 ცალი ნიორი 3-4 კბილი მწვანე ხახვი 30 გრ კამა 10 გრ ქინძი 10 გრ ოხრახუში 10 გრ ზეითუნის ზეთი / 100 / მლ ლიმონი 1 ცალი სოიოს სოუსი 2 ჩაის კოვზი სელის მარცვალი 1 სუფრის კოვზი მარილი პილპილი გემოვნებით მომზადების წესი: ბროკოლი და ყვავოლოვანი კომბოსტო დავყოთ ყვავილებად და მოვათავსოთ მდუღარე მარილწყალში. მივიყვანოთ ადუღებამდე და ვადუღოთ 3 წუთი. მოხარშული ბროკოლი და ყვავილოვანი კომბოსტო დავჭრათ და მოვათავსოთ სასალათეში. დავამატოთ დაჭრილი პომიდორი, წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი და მწვანილები. მოვაყაროთ მარილი, პილპილი და მოვასხათ ბროკოლის სალათის სოუსი. სოუსის მომზადება: ნიორი ჩავჭყლიტოთ დავამატოთ ზეითუნის ზეთი, სოიოს სოუსი და სელის მარცვალი. ყველა ინგრედიენტი ავურიოთ. ბროკოლის და ყვავილოვანი კომბოსტოს სალათა მზადაა!

გაზიარება: