გელათის მონასტრის არქიტექტურული ანსამბლის მართვის გეგმის პრეზენტაცია

05/15/2015
culturegovge culturegovge-ის მიერ

15 მაისს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის - გელათის მონასტრის არქიტექტურული ანსამბლის მართვის გეგმის პრეზენტაციას დაესწრო, რომელიც გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულ კვლევით ცენტრში გაიმართა.
პრეზენტაციას გაუძღვა ჩუბინაშვილის ცენტრის ხელმძღვანელი მარიამ დიდებულიძე და პროექტის კოორდინატორი დავით ხოშტარია. ღონისძიებას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს, საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს საპატრიარქოს, სამხატვრო აკადემიის, მსოფლიო ბანკის, მუნიციპალური განვითარების ფონდისა და ამერიკის საელჩოს წარმომადგენლები დაესწრნენ.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაკვეთით, გელათის მონასტრის მართვის გეგმის წინასწარი მონახაზი ცენტრმა 2013 წლის აგვისტო-დეკემბერში შეიმუშავა. 2014 წლის აგვისტოდან 2015 წლის მაისამდე საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით, ცენტრმა მოამზადა პროექტი გელათის მონასტრის არქიტექტურული ანსამბლის მართვის გეგმის შესახებ.
პროექტით განსაზღვრული ამოცანები გულისხმობდა მართვის გეგმაზე მუშაობის დასრულებას იუნესკოს მოთხოვნების შესაბამისად, ყველა დაინტერესებული მხარის ინტერესების გათვალისწინებით. ჩატარებული სამუშაო ეფუძნება ინტეგრირებულ მიდგომას, რომელიც გულისხმობს ძეგლის განსაკუთრებული უნივერსალური ღირებულების დაცვას მისი გარემოს (ბუფერული ზონის), კულტურული, ეკოლოგიური, სოციალური და ეკონომიკური ასპექტების დაცვასა და შენახვას.
პროექტის განსახორციელებლად, გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულ კვლევით ცენტრში ჩამოყალიბდა ინტერდისციპლინარული ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტებულია როგორც ცენტრის თანამშრომლებით, ასევე მოწვეული ექსპერტებით.


http://www.culture.gov.ge/
http://www.facebook.com/culturegovge
http://twitter.com/#!/CULTUREgovge
   / culturegovge  
http://www.flickr.com/photos/cultureg...
http://www.myvideo.ge/?user_id=855045

ვიდეოები „culturegovge culturegovge"-ისგან