მსჯელობა გელათის მონასტრის საკითხზე


„გელათის დროებითი გადახურვის მოწყობის შედეგად ტაძრებში წყლის ინფილტრაცია რამდენიმე თვეა აღარ ხდება,  უკვე ჩასული წყლის მიზეზით კი, ეკლესიაში მაღალი ტენიანობა სამწუხაროდ შენარჩუნებულია“ -  ვკითხულობთ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს მიერ წარმოდგენილ ანგარიშში. დოკუმენტი კულტურის სამინისტროში გელათის სამონასტრო კომპლექსის კედლის მხატვრობის საკითხზე მიმდინარე გაფართოებულ შეხვედრაზე წარმოადგინეს.  დისკუსიაში მონაწილეობდნენ ხელოვნებათმცოდნეები, კედლის მხატვრობის რესტავრატორები და სასულიერო პირები. სპეციალისტები შეთანხმდნენ, იუნესკო-ს ექსპერტთა ჯგუფის ჩამოსვლამდე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს მიეცეს რამდენიმე მიმართულებები კონკრეტული კვლევების ჩატარების შესაძლებლობა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან