კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილება
კომუნიკაციების კომისიამ მეხუთე თაობის ინტერნეტის დასანერგად აუქციონის გამოსაცხადებლად საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. იქედან გამომდინარე, რომ კომუნიკაციების კომისიისთვის ახალი თაობის ტექნოლოგიების დანერგვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, კომისიამ გაითვალისწინა ოპერატორების მოთხოვნა და პირველი აუქციონიდან ერთი წლის შემდეგ აუქციონს მეორედ გამოაცხადებს, რათა კომპანიებმა აუქციონში მიიღონ მონაწილეობა. შეგახსენებთ, რომ გასულ წელს გამოცხადებულ 5G აუქციონში მონაწილეობა მხოლოდ „სელფი მობაილმა“ მიიღო. დაინტერესებულმა მხარეებმა კომენტარები კომუნიკაციების კომისიაში 6 სექტემბრის ჩათვლით უნდა წარმოადგინონ, ხოლო ზეპირი მოსმენა 10 სექტემბერს გაიმართება. 5G - ეს არის უსადენო ახალი თაობის ინტერნეტ ტექნოლოგია, რომელიც უკვე არსებულ ტექნოლოგიებთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაზრდის მობილური ინტერნეტის სიჩქარეს, შეამცირებს დაყოვნებას და საკომუნიკაციო სექტორთან ერთად, სრულიად ახალ საფეხურზე გადაიყვანს ისეთ უმნიშვნელოვანეს დარგებს, როგორიცაა ჯანდაცვა, განათლება, ბიზნესი, სოფლის მეურნეობა, ინფრასტრუქტურა და სხვა. რაც, თავის მხრივ, ქვეყნის ეკონომიკას გააძლიერებს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მარიამ გოგოსაშვილი კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებასთა...
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„მაგთიკომს“ ტარიფების გაძვირება შეუჩერდა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვაშაძის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კომუნიკაციების კომისიის კვლევა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„ევროპული საქართველოს” განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია „ევროპულ საქართველოს“...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster