კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილება

25.07.2024 01:44

კომუნიკაციების კომისიამ „მაგთიკომი“ მობილური კომუნიკაციების ბაზარზე მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორად გამოაცხადა და სამი სხვადასხვა სახის დაშვების ვალდებულება დააკისრა. გადაწყვეტილება მათი დაკვეთით ჩატარებულ მობილური მომსახურებების ბაზრის კომპლექსურ კვლევას დაეყრდნო, რომლის ფარგლებშიც, ევროკავშირის ექსპერტებმა მიიჩნიეს, რომ „მაგთიკომი“ როგორც ფინანსური რესურსების, ისე აბონენტებისა თუ ინფრასტრუქტურის კუთხით, კონკურენტებთან შედარებით კრიტიკულად დიდ უპირატესობას ფლობს, რაც ბაზარზე შესვლის ბარიერებს და შემზღუდველ გარემოს განაპირობებს. ექსპერტების შეფასებით, ქართული მობილური ბაზარი არაკონკურენტულია, ხასიათდება დაბალი დინამიურობით, ინოვაციების სიმწირით, ასევე, პროგრესის დეფიციტით და წინასწარი რეგულირების არ არსებობის პირობებში, ეს გარემოება სულ მცირე მომდევნო სამი წელი არ შეიცვლება, რითიც მომხმარებლები მნიშვნელოვნად დაზარალდებიან. არსებული გარემოებების გამოსწორების მიზნით კი, ევროკავშირის ექსპერტებმა დაასკვნეს, რომ „მაგთიკომს“ უნდა განესაზღვროს დაშვების ვალდებულებები, რომელთა მეშვეობით, სხვა ოპერატორებს გარკვეულ ფასად შეეძლებათ „მაგთიკომის“ ქსელსა თუ ინფრასტრუქტურაზე დაშვება, რაც ახალი მოთამაშეებისთვის ბაზარზე შესვლის ბარიერებს მოხსნის და დაშვების მსურველ ოპერატორებს მეტად კონკურენტუნარიანს გახდის. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილება
01:33

კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

მარიამ გოგოსაშვილი კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით - ფორმულა
00:49

მარიამ გოგოსაშვილი კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებასთა...

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია

კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილება
02:58

კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

„მაგთიკომს“ ტარიფების გაძვირება შეუჩერდა
08:23

„მაგთიკომს“ ტარიფების გაძვირება შეუჩერდა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ვაშაძის განცხადება
02:00

ვაშაძის განცხადება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

კომუნიკაციების კომისიის კვლევა
02:32

კომუნიკაციების კომისიის კვლევა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

„ევროპული საქართველოს” განცხადება
01:09

„ევროპული საქართველოს” განცხადება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია „ევროპულ საქართველოს“ პასუხობს
00:54

კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია „ევროპულ საქართველოს“...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო