უნებლიე ეკოციდი თუ სამსახურებრივი გულგრილობა - რატომ გაივსო ენგურის სანაპირო თევზით

02/05/2021
Radio Atinati-ის მიერ

გასულ კვირას, როდესაც ენგურჰესი სარემონტო სამუშაოებისთვის გაჩერდა, თაღოვან კაშხალთან დაგუბებული წყლის დაცლა დაიწყეს, წყალსაცავის ფსკერზე დაგროვებული დანალექით დაბინძურებულმა წყალმა კი თევზი გამოდევნა. ზუგდიდის მოყვარულ მეთევზეთა ჯგუფის წევრი, როინ შენგელია, პირველი იყო, ვინც მომხდარის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა. როინი ენგურის ეკოსისტემისთვის მიყენებულ ზიანზე საუბრობს და წუხს, რომ ენგურის ბინადარი იშვიათი სახეობის თევზები შესაძლოა სრულად განადგურდნენ.

\"ეს გამოიწვია ენგურის თაღოვანი კაშხლიდან დაცლილი ბლანტი მასის წამოსვლამ, წყალს ვერ ვუწოდებდით ამას, ეს იყო წლობით დალექილი შლამი. წამოვიდა ეს ყველაფერი ერთბაშად, თევზებს ლაყუჩები დაეხშოთ, ჟანგბადის ცირკულირება არ ხდებოდა. სიღრმეებში მყოფი თევზი ფაქტობრივად გახდა იძულებული, წამოსულიყო წყლის ზედა ფენებისკენ, გაეცურა ნაპირისკენ, ეძებდა სუფთა წყალს. ჩემი შეხედულებით, შეიძლებოდა ეტაპობრივად გამოეშვათ ეს მასა და ასეთი ზიანი არ მიეყენებინა გარემოსთვის\", - ამბობს როინ შენგელია.

რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI
Twitter: https://twitter.com/Atinati1059
Instagram: https://www.instagram.com/radioatinat...

ვიდეოები „Radio Atinati"-ისგან