გენერალური პროკურორის შერჩევის წესი


როგორ უნდა შეირჩეს და დაინიშნოს საქართველოს გენერალური პროკურორი - ახალ წესზე პარლამენტში შესაბამისი პროცედურები დაიწყო. შეიქმნება საყოველთაო სახალხო კომისია, რომელიც საზოგადოებას ერთი თვის განმავლობაში განხორციელებულ ცვლილებებზე ინფორმაციას მიაწოდებს. საუბარია „ქართული ოცნების“ ინიციატივაზე, რომლითაც იგეგმება გენპროკურორის არჩევის წესის ცვლილება. კერძოდ, გენპროკურორის არჩევას 6 წლის ვადით დასჭირდება 90 დეპუტატის მხარდაჭერა. იმ შემთხვევაში, თუ საკანონმდებლო ორგანოში გენპროკურორის კანდიდატურა ვერ მოიპოვებს ამ მხარდაჭერას, მაშინ მისი არჩევა შესაძლებელია 76 ხმით, თუმცა ამ შემთხვევაში, თანამდებობას ის ერთი წლით დაიკავებს. ცვლილებები უნდა შევიდეს კონსტიტუციაში, შესაბამისად, ინიციატივის გასვლას 113 დეპუტატების მხარდაჭერა სჭირდება, რაც ოპოზიციის ხმებს საჭიროებს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან