8

საპროკურორო საბჭო გენერალური პროკურორის შერჩევის პროცესს განაგრძობს. დღეს გასაუბრება კიდევ ორ აპლიკანტთან გაიმართება. საპროკურორო საბჭო შერჩეულ კანდიდატს შესაბამისი დასაბუთებით პარლამენტს წარუდგენს, რომელიც სრული შემადგენლობის უმრავლესობით, საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. მიმდინარე პროცესს აფასებენ საკანონმდებლო ორგანოშიც. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ საპროკურორო საბჭო მხოლოდ ფორმალურ შერჩევას აწარმოებს. ოპოზიციის კრიტიკა არასერიოზულია მმართველი გუნდისთვის. მათი თქმით, გენერალური პროკურორის შერჩევის პროცესი გამჭვირვალედ წარიმართა. უწყება კი პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალია. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: