მამუკა ბახტაძე რიჩარდ ლუგარის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამერიკელი სენატორის, რიჩარდ ლუგარის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

სენატორი ლუგარი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. რიჩარდ ლუგარი სენატში რესპუბლიკურ პარტიას წარმოადგენდა 1977 – 2013 წლებში. ლუგარის სახელს ატარებს 1991 წელს კონგრესის მიერ მიღებული პროგრამა, რომელიც ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ბიოლოგიური, ქიმიური და ბირთვული იარაღის უტილიზაციას ისახავს მიზნად.

ყოფილი სენატორი 2013 წლიდან ლუგარის ცენტრის დირექტორი იყო. რიჩარდ ლუგარის სახელობის არის საქართველოში მდებარე საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან