მამუკა ბახტაძე აშშ-ში ოფიციალურ ვიზიტს განაგრძობს

26.09.2018

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალურ ვიზიტს განაგრძობს. მამუკა ბახტაძე გაერო-ს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის ფარგლებში, გუშინ ევროკომისიის პრეზიდენტს ჟან-კლოდ იუნკერსა და ავსტრიის ფედერალურ კანცლერს სებასტიან კურცს შეხვდა.

საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის განცხადებით, ჟან-კლოდ იუნკერმა პოზიტიური შეფასება მისცა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივას - “ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ” და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

ავსტრიის ფედერალურ კანცლერთან კი აუდიენციის მთავარი თემა საქართველოს ევროპულ ინტეგრაცისა და საქართველო-ავსტრიის ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერებას შეეხებოდა.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchanne...
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
Compania