კანონპროექტი აშშ-ის სენატში
ამერიკის შეერთებული შტატების სენატში კანონპროექტი წარადგინეს, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემთხვევაში, ვლადიმერ პუტინსა და მის ახლო გარემოცვაზე სანქციების დაწესებას ითვალისწინებს. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ აშშ აგზავნის მკაფიო სიგნალს ვაშინგტონის მზადყოფნის შესახებ, რომ დააწესოს ისეთი შეზღუდვები, რომლებსაც რუსეთის ეკონომიკისთვის დამანგრეველი შედეგები მოჰყვება. კანონპროექტის მიხედვით, უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, სანქციები დაუწესდებათ სხვადასხვა თანამდებობის პირებს, მათ შორის პრეზიდენტ პუტინს, პრემიერ-მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრს, თავდაცვის მინისტრს, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსსა და შეიარაღებული ძალების სხვა ოფიციალურ პირებს. სენატის მიერ შეთავაზებული კანონპროექტის თანახმად, აშშ-ის პრეზიდენტი უკრაინაში რუსული ჯარების შეჭრიდან 30 დღის ვადაში, ვალდებული იქნება, სანქციები დააწესოს სულ მცირე სამი უმსხვილესი რუსული ბანკისა და გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის წინააღმდეგ. კანონპროექტი უკრაინისთვის დახმარების სახით 500 მილიონი დოლარის გამოყოფასაც ითვალისწინებს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
აშშ-ის სენატში „რესპუბლიკელების“ მიერ ინიცირებული ჯანდაცვის...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კონგრესმენების წერილი - შეფასებები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
3
აშშ-ის სენატის გადაწყვეტილება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აშშ-ის ფინანსური მხარდაჭერა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი - გამოხ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აშშ-ის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის კანონპროექტი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აშშ-ის მორიგი მხარდაჭერა საქართველოს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster