ამერიკის შეერთებული შტატების სენატში კანონპროექტი წარადგინეს, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემთხვევაში, ვლადიმერ პუტინსა და მის ახლო გარემოცვაზე სანქციების დაწესებას ითვალისწინებს. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ აშშ აგზავნის მკაფიო სიგნალს ვაშინგტონის მზადყოფნის შესახებ, რომ დააწესოს ისეთი შეზღუდვები, რომლებსაც რუსეთის ეკონომიკისთვის დამანგრეველი შედეგები მოჰყვება. კანონპროექტის მიხედვით, უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, სანქციები დაუწესდებათ სხვადასხვა თანამდებობის პირებს, მათ შორის პრეზიდენტ პუტინს, პრემიერ-მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრს, თავდაცვის მინისტრს, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსსა და შეიარაღებული ძალების სხვა ოფიციალურ პირებს. სენატის მიერ შეთავაზებული კანონპროექტის თანახმად, აშშ-ის პრეზიდენტი უკრაინაში რუსული ჯარების შეჭრიდან 30 დღის ვადაში, ვალდებული იქნება, სანქციები დააწესოს სულ მცირე სამი უმსხვილესი რუსული ბანკისა და გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის წინააღმდეგ. კანონპროექტი უკრაინისთვის დახმარების სახით 500 მილიონი დოლარის გამოყოფასაც ითვალისწინებს.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.