ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ კანონპროექტის საჯარო განხილვა ზუგდიდში

08/01/2018
Radio Atinati-ის მიერ

ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში პარლამენტის სპროტისა და ახალგაზრულ საქმეთა კომიტეტის ინიციატივით ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ კანონპროექტის საჯარო განხილვა გაიმართა. შეხვედრას კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი დაესწრო, რომელმაც კანონპროეტქის ძირითად აქცენტებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მსგავსი განხილვები სპორტული ცხოვრების პოპულარიცაზიისათვის მნიშვნელოვანია.

„ჩვენი მიზანია ახალი კანონპროექტის მუხლების განხილვა იყოს მაქსიმალურად უზრუნველყოფილი. ძირითადი არის საკითხები, რომლებიც ინფრასტრუქტურულ საკითხებს შეეხება, ასევე, განათლების სისტემა ამ კუთხით უნდა იყოს მაქსიმალურად სრულყოფილი“, - თქვა ყაველაშვილმა.
შეხვედრას ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია და ზუგდიდის მერი ლაშა გოგია დაესწრნენ. ქვარაიამ აღნიშნა, რომ სპორტის განვითარება და ახალგაზრდულობის ხელშეწყობა პრიორიტეტული უნდა იყოს.

რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook:   / rado.atinati  
Google+: https://plus.google.com/u/1/
Twitter:   / atinati1059  
Instagram: //www.instagram.com/radioatinati1059fm/

ვიდეოები „Radio Atinati"-ისგან