მარწყვის ტორტი #2 - კრემ პატისიეს კრემზე

23.05.2020 16:05

ბისკვიტის დეტალური ვიდეო რეცეპტისთვის გადადით ბმულზე:    • ტორტის ბისკვიტის მომზადება - 3 სხვადა...   კრემ - პატისიეს მოხარშვა, ტორტის აწყობა. კრემი: 20 სმ/დმ ზომის ბისკვიტისთვის, კრემ - პატისიე: რძე - 500 მლ/ლ შაქარი - 120 გრ კვერცხის გული - 3 ც სიმინდის სახამებელი - 55 გრ ჟელატინის ფირფიტა - 1 ც (ან ჟელატინის პუდრი - 5 გრ) ამოყვანილი ნაღები (35%) - 150 მლ/ლ მომზადების ტექნოლოგია: პირველ რიგში დავალბოთ ჟელატინი, ცივ წყალში. გავათბოთ რძე. პარალელურად გავთქვიფოთ კვერცხის გული შაქართან ერთად, გავათეთროთ. შევურიოთ სიმინდის სახამებელი . შემდეგ დავამატოთ თბილი რძის ნაწილი და გავხსნათ ეს მასა. დავაბრუნოთ ქვაბში და განუწყვეტლივ ვურიოთ. კრემი მალევე გასქელდება და უნდა მოვშუშოთ. (დაახლოებით 5 წთ ვშუშოთ) კრემი რომ მოიხარშება, გადავიტანოთ ახალ თასში და ჩავაგდოთ, გაწურული ჟელატინი. კარგად შევურიოთ რომ ჟელატინი გაიხსნას თანაბრად. გადავაკრათ სამზარეულოს ცელოფანი და გავაციოთ ბოლომდე, მაცივარში. ცივი კრემი გავთქვიფოთ კარგად , მიქსერით. ამოვიყვანოთ ნაღები. სილიკონის მარიზით, შევურიოთ კრეს ამოყვანილი ნაღები, ფრთხილი მორევით და კრემი მზად არის.

გაზიარება: