11 წლის ბავშვის გარდაცვალების საქმე
გარდაცვლილი 11 წლის მოზარდის მამას სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. ფრიდონ აბჟანდაძე თვითმკვლელობამდე მიყვანასა და ოჯახში ძალადობის ფაქტზეა ბრალდებული. დაკავებული თავს დამნაშავედ არ ცნობს. პარალელურად 23 აგვისტოს თერჯოლის რაიონის სოფელ ძევრში 11 წლის ბავშვის გარდაცვალების საქმეზე ახალი გარემოებები ხდება ცნობილი. ოჯახის ახლობლები ყვებიან, რომ გარდაცვლილის მამა, შვილის გარდა საკუთარ დედაზეც ძალადობდა. წარსულში კი ფიზიკურ შეურაცხყოფას მეუღლესა და უფროს შვილებსაც აყენებდა. ახლობლები საუბრობენ იმაზეც, რომ დაკავებული განსაკუთრებული აგრესიულობით ალკოჰოლური თრობის დროს გამოირჩეოდა. ბავშვის თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავენ გარდაცვლილის ოჯახის წევრები და აცხადებენ, რომ მოზარდი მოკლულია. შეიძლებოდა თუ არა მომხდარის თავიდან აცილება და რატომ არ მიმართეს ძალადობის ფაქტზე სამართალდამცველებს მეზობლებმა. ფაქტს ფსიქოლოგები სოციუმში დამკვიდრებული მავნე დამოკიდებულებით ხსნიან. საზოგადოების გულგრილობის ფონზე კი მხოლოდ 2020 წლის ექვს თვეში, ოჯახში ძალადობის მსხვერპლი 219 მოზარდი გახდა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
11 წლის ბავშვის გარდაცვალების საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
11 წლის ბავშვის გარდაცვალების საქმე - ოჯახის პოზიცია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
4 წლის ბავშვის გარდაცვალების საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
4 წლის ბავშვის მკვლელობის საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სასამართლო პროცესი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გიორგი გახარიას განცხადება მოზარდის გარდაცვალების ფაქტთან და...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
Rustavi 2 ბარბარე რაფალიანცის საქმის სკანდალური დეტალები ექს...
GreenBeats
40 საინტერესო ფაქტი ცნობილ ადამიანებზე (ნაწილი III)
ისტორია - საინტერესო ფაქტები