„საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელი დაკავებულია


კიდევ ერთი თავდასხმა ბანკზე - ყვარელში სპეცოპერაცია დასრულებულია, თავდამსხმელი დაკავებული, მძევლები გათავისუფლებულები არიან. თითქმის ორი საათის განმავლობაში 15-მდე ადამიანი „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიარაღებული მძარცველის ტყვეობაში იმყოფებოდა.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელს ხელყუმბარა ჰქონდა და შენობის აფეთქებით იმუქრებოდა. ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ, ბანკში შეჭრილი პირი შენობიდან ბორკილებით გაიყვანეს, ის თელავის მკვიდრი, 50 წლამდე მამაკაცია. ნახევარი მილიონი ლარი ის თანხაა, რომელსაც, როგორც მძევლები ჰყვებიან, თავდამსხმელი ითხოვდა.

ოპერაციის მსვლელობის დროს ჭავჭავაძის ქუჩაზე ჯავშანტექნიკა გაიყვანეს, ადგილზე სპეცდანიშნულების რაზმიც იყო მობილიზებული. ამ წუთებში დაკითხვები მიმდინარეობს. ზუგდიდისა და ავლაბრის შემდეგ ყვარელი „საქართველოს ბანკის“ მესამე ფილიალია, რომელსაც ბოლო ერთ წელში დაესხნენ თავს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან