საგამოძიებო მოქმედებები ზუგდიდში


ახალი დეტალები ირკვევა „საქართველოს ბანკზე“ მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის საქმიდან.

ადამიანი, რომელმაც მძარცველი გამსახურდიას ქუჩამდე მიიყვანა, სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომელი დავით მატუაა. მოწმის ძმის მონაყოლით, ბოროტმოქმედმა მატუას მანქანა გააჩერებინა და ჩაჯდომის შემდეგ ჯერ რუსთაველის, შემდეგ კი გამსახურდიას ქუჩამდე მიყვანა მოსთხოვა. მედიასთან პირველად გამოვიდა კონტაქტზე დავით ხვიბლიანიც, რომელიც მძარცველის მიერ ბოლოს წაყვანილ ოთხ მძევალს შორის ერთ-ერთი იყო. ის განსაკუთრებული ინტერესის ქვეშ მას შემდეგ მოექცა, რაც ოჯახმა თქვა, რომ დაკითხვის შემდეგ სახლში არ იყო მისული. შეიარაღებული თავდამსხმელი, რომელიც ბოლოს ჩხოროწყუს სოფელ კირცხის ტყესთან ნახეს, ამ დრომდე არ არის დაკავებული.

გიორგი კობერიძეს ვრთავთ ზუგდიდიდან პირდაპირ ეთერში.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან