რთველის შედეგები სოფლის მეურნეობის და ეკონომიკის მინისტრებმა შეაჯამეს

16.10.2013 01:42

კახეთში რთველი დასრულდა. სოფლის მეურნეობის მინისტრმა, შალვა ფიფიამ და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, ყვარელში, სოფელ შილდაში ადგილობრივ მოსახლეობასა და ღვინის მწარმოებლებთან ერთად, რთველი- 2013 შეაჯამეს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, წელს კახეთში 84-მა კომპანიამ სულ 88 584 ტონა ყურძენი ჩაიბარა და გადაამუშავა. მიმდინარე წელს კახელი მევენახეებისგან რეგიონის ღვინის ქარხნებმა დაახლოებით 60 ათასი ტონა „რქაწითელის", 26 ათას ტონამდე „საფერავის", 2 000 ტონამდე კახური „მწვანეს" და 2 ათას ტონამდე სხვა ჯიშის ყურძენი მიიღეს. ვებ-გვერდზე გადასვლა: http://bit.ly/1bWZcEI

გაზიარება: