საქართველოს ევროპული პერსპექტივა

ევროპარლამენტის წევრების წინასწარი განწყობები გამოვლინდა იმ დებატებში, რომელიც გუშინ ბრიუსელში გაიმართა. ყურადღება გამახვილდა საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას მიერ გადადგმულ ნაბიჯებსა და გასატარებელ რეფორმებზე. ევროპარლამენტარები მიიჩნევენ, რომ როგორც ხელისუფლებამ, ისე ოპოზიციამ უნდა მონახოს გზა და გადალახოს არსებული გამოწვევები. ასევე აღსანიშნავია, ცალკეული ევროპელი დეპუტატების განცხადებებიც, რომლებიც თვლიან, რომ ტრიოს ქვეყნების განცალკევება არ უნდა მოხდეს და დათქმებით კანდიდატის სტატუსი საქართველომაც უნდა მიიღოს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - https://www.youtube.com/user/GeorgianPB/ ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

მსგავსი ვიდეოები