მიხეილ სააკაშვილის „შავი სია“


მიხეილ სააკაშვილის კიდევ ერთი დავალება ციხიდან.

ყოფილი პრეზიდენტი „შავი სიების“ შედგენას და მასში მოხვედრილ პირთა მიმართ პერსონალური სანქციების დაწესებას ითხოვს. ექს-პრეზიდენტის სამიზნეები მოსამართლეები, პროკურორები, საჯარო სექტორში დასაქმებულები და ძალოვანი უწყებების ის თანამშრომლები არიან, რომლებიც სააკაშვილის აზრით, ადამიანის უფლებებს უხეშად არღვევენ და კორუფციით არიან დაკავებულები. მსგავსი გზავნილები ახალი არ არის - ცალკეულ საჯარო მოხელეთა და პოლიციელთა „შავი სიების“ და მათი გვარ-სახელების გასაჯაროების იდეა ექს-პრეზიდენტს ჯერ კიდევ უკრაინაში ყოფნის დროსაც არაერთხელ გასჩენია. სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან მიღებულ გზავნილს დანარჩენ ოპოზიციაში მკვეთრად ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა. „ნაციონალური მოძრაობის“ გუნდშიც კი ლიდერთა ნაწილი სააკაშვილის მოწოდების განმარტების დროს განსაკუთრებულად ფრთხილობს და ტერმინ „შავი სიის“ გამოყენებას ერიდება ცოტა ხნის წინ მიღებული გამოცდილების გათვალისწინებით. 

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან