30 წელი თავდაცვის ძალების დაარსებიდან


30 წელი საქართველოს შეიარაღებული ძალების დაარსებიდან.

29 აპრილი ისტორიული თარიღია ქართული ჯარისთვის. 1991 წელს მინისტრთა კაბინეტის მიერ გამოცემული განკარგულება და წვევამდელთა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის დაწყება ქართული ჯარის დაარსების ათვლის წერტილია. ქართული არმიის დღე საზეიმო ვითარებაში აღინიშნა ვაზიანის სამხედრო ბაზაზე, სადაც სამხედროებს ხელისუფლების პირველმა პირებმა მიმართეს. იყო დაჯილდოების ცერემონიაც. ქართველი სამხედრო მოსამსახურეები ჩართულები არიან საერთაშორისო მისიებშიც. საქართველო, როგორც ნატოს არაწევრი ქვეყანა, ყველაზე მსხვილი კონტრიბუტორია ავღანეთის მისიაში. აშშ-ის მიერ ომის დასრულებულად გამოცხადების და ჯარების გამოყვანის შემდეგ, ცხელ წერტილში 17-წლიან სამშვიდობო მისიას ასრულებენ ქართველი ჯარისკაცებიც, რომლებიც სამშობლოში ეტაპობრივად დაბრუნდებიან. 

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან