იენს სტოლტენბერგის განცხადება


ნატო უახლოეს კვირებში უკრაინაში ომის კიდევ უფრო გამწვავებას ელის. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ალიანსის გენმდივანმა, გაზეთ Welt am Sonntag-თან ინტერვიუში განაცხადა. როგორც მედია წერს, სტოლტენბერგმა უკრაინისთვის იარაღის მიწოდების გაგრძელებას მხარი დაუჭირა.

„გრძელვადიან პერსპექტივაში უკრაინა ვერ დაიცავს თავს მხოლოდ საბჭოთა პერიოდის იარაღით, არამედ უნდა გადავიდეს თანამედროვე დასავლურ იარაღზე“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა. მან გააფრთხილა რუსეთის ფედერაცია უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, „ატომური ომის მოგება შეუძლებელია და ის არ უნდა იყოს წარმოებული, მათ შორის რუსეთის მიერ“. ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ ორგანიზაცია არ ფლობს რაიმე მონაცემებს, რომელიც მიუთითებს, რომ პუტინის მუქარის მიუხედავად, რუსეთის ატომური არსენალი მზადყოფნის უმაღლეს დონეზეა აყვანილი.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან