გამოფენა „ოთხი ემოცია“


„ოთხი ემოცია“ – „აბრეშუმის გალერეა“ ჯგუფურ გამოფენას მასპინძლობს.  ექსპოზიციაზე წარდგენილია მარიამ გიორგობიანის, ქეთი იმნაძის, ლანა მინდელისა და ნინო ყურაშვილის ოთხი სხვადასხვა ხელწერითა და განსხვავებული ემოციით შექმნილი ნამუშევრები, რომლითაც ისინი უკვე წარდგნენ ფართო საზოგადოების წინაშე როგორც თბილისში, ასევე  ბერლინში. 2019 წლის დეკემბერში სასტუმრო „რუმსის“ საგამოფენო სივრცეში მარიამ გიორგობიანის, ქეთი იმნაძის, ლანა მინდელისა და ნინო ყურაშვილის ჯგუფური გამოფენა, სახელწოდებით, „ჩვენ“ გაიმართა, ხოლო გასულ წელს კი, გერმანიის დედაქალაქში მათი გამოფენა ორჯერ მოეწყო - ჯერ გალერეა „აულიჰში“, შემდეგ კი „ჯი ეიჩ 36“-ში.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან