ყაზბეგის ფეხბურთის წრის მოსწავლეებს თანამედროვე სტანდარტის შესაბამისი ფორმები გადაეცათ

21.05.2025 01:13

ყაზბეგის ფეხბურთის წრის მოსწავლეებს, ახალი, უმაღლესი ხარისხის, თანამედროვე სტანდარტის შესაბამისი ფორმები გადაეცათ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიამ, ააიპ სპორტის განვითარების ცენტრის ორგანიზებით, 30-მდე მოსწავლეს, სპორტული ტანსაცმელი და სათამაშო ფორმა შეუკერა. შეკრებას დაესწრო და სათამაშო ფორმები მოსწავლეებს თავად გადასცა, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერმა ბაკურ ავსაჯანიშვილმა. მისივე თქმით, ყაზბეგში ყველა ბავშვს, თანაბარი შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს განვითარებისათვის. ახალი, ერთნაირი სათამაშო ფორმა, კიდევ უფრო მეტად გაზრდის გამარჯვების მოტივაციას და გუნდურობის შეგრძნებას. სიამაყეს, ყაზბეგის სახელით ასპარეზობისას.

გაზიარება:
EstateHub