ყაზბეგის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობა
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარესთან დავით მარკოზაშვილთან ერთად ყაზბეგის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის და ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობას საფუძველი ჩაუყარა. გიგლა აგულაშვილმა ვიზიტორთა ცენტრის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ცენტრში ტურისტები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ პარკის ბიომრავალფეროვნების და ტურისტული სერვისების შესახებ. შენობაში საგამოფენო სივრცე, ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი და ადმინისტრაცია განთავსდება. მშენებლობას გერმანიის მთავრობის და გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (KFW) მხარდაჭერით დაცული ტერიტორიების სააგენტო ახორციელებს. პროექტის ეფექტურად განხორციელებას საკონსულტაციო ჯგუფი (GFA) უზრუნველყოფს. პროექტის ღირებულება 793 450 ლარს შეადგენს. ღონისძიებას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე, გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (KFW) სამხრეთ-კავკასიის ოფისის დირექტორი კლაუს ვაიგელი, ადგილობრივი ხელისუფლების და სხვა დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის დაცული ტერიტორიების სააგენტო აქტიურად ემზადება. 2017 წელს დაცულ ტერიტორიებზე ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად 6 737 500 ლარი დაიხარჯება. Web ➡ https://www.apa.gov.ge Facebook ➡ https://www.facebook.com/protectedare... Instagram ➡ https://www.instagram.com/protectedareas Twitter ➡ https://twitter.com/ProtectedAreas_
დაცული ტერიტორიების სააგენტო-ის სხვა ვიდეოები
07:50
პრომეთეს მღვიმე - გადაცემა ნანუკას შოუ
01:11
ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის მიმდებარედ მცხოვრე...
13:32
საიმედო ტური ოკაცეს კანიონზე | Okatse Canyon
06:50
სათაფლია - გადაცემა "დილის ტალღა"
04:05
ისტორიაში პირველად ალგეთის ეროვნულ პარკში წავების ...
00:20
ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ისტორიაში პირველად, ნ...
03:16
National Park 360 ° - Birtvisi Canyon
09:03
"იმედის დრო" ბრაკონიერების წინააღმდეგ
მსგავსი ვიდეოები
გარემოს დაცვის მინისტრმა ყაზბეგის ეროვნული პარკის ვიზიტორთა...
PalitraNews
დაცულ ტერიტორიებზე უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობა გაიზარდა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
15 ივნისიდან საქართველოს დაცული ტერიტორიები ვიზიტორებისთვის...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველოს ეროვნულ პარკებს მილიონზე მეტი ვიზიტორი ეწვია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ყაზბეგის ეროვნული პარკის გაფართოების გეგმა
PalitraNews
Kazbegi National Park ყაზბეგის ეროვნული პარკი kazbek dagi
Zumrad Mammadli
Travel to Kazbegi (ყაზბეგის ეროვნული პარკი), Georgia
Dani
აღმოსავლეთკავკასიური ჯიხვი ყაზბეგის ეროვნულ პარკში
დაცული ტერიტორიების სააგენტო