ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ისტორიაში პირველად, ნიამორი გამოჩნდა

11.04.2017 00:20

ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ისტორიაში პირველად, ნიამორი გამოჩნდა. ცხოველი ლაგოდეხის ნაკრძალში ერთ-ერთმა ფოტო-მახემ დააფიქსირა. ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ფოტო მახეები CNF-ის მხარდაჭერით ჯიხვის აღრიცხვისთვის დაყენდა.  პროექტს დაცული ტერიტორიების სააგენტო NACRES-თან ერთად ახორციელებს. ნიამორი საქართველოს წითელ ნუსხაში შეტანილი ცხოველია. Web ➡ https://www.apa.gov.ge Facebook ➡ https://www.facebook.com/protectedare... Instagram ➡ https://www.instagram.com/protectedareas Twitter ➡ https://twitter.com/ProtectedAreas_

გაზიარება: