საგანგებო მდგომარეობა უკრაინაში და საერთაშორისო მხარდაჭერა

23.02.2022 07:38

კიევი მსოფლიო ლიდერებისგან რუსეთის წინააღმდეგ სასწრაფო და მკაცრი ზომების მიღებას ითხოვს. რადა უკვე განიხილავს უსაფრთხოების საბჭოს გადაწყვეტილებას, რომელიც უკრაინის მთელ ტერიტორიაზე, ლუგანსკის და დონეცკის გარდა, საგანგებო მდგომარეობის შემოღებას გულისხმობს. თუ შექმნილ ვითარებაში საერთაშორისო საზოგადოების რეაგირება გადამწყვეტი არ იქნება, ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ რუსეთი სამხედრო შეტევაზე გადავა. კიევში ჩავიდნენ პოლონეთის და ლიეტუვის პრეზიდენტები. უკრაინელ კოლეგასთან ხელმოწერილი დეკლარაციით ისინი უკრაინისთვის ევროკავშირის წევრი კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მოითხოვენ. სამი ქვეყნის პირველი პირების გზავნილია, რომ დასავლეთმა მოსკოვის წინააღმდეგ სანქციები უნდა გაამკაცროს.  უკრაინაში „მოამბის“ ორი გადამღები ჯგუფი მუშაობს. რატი ხვისტანი გვეტყვის, რა ვითარებაა უკრაინის დედაქალაქში. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო