უკრაინა საომარი მდგომარეობის ზღვარზე
უკრაინაში საომარი მდგომარეობა ცხადდება. ქერჩის სრუტეში მომხდარი ინციდენტის შემდეგ ქვეყანა რუსეთთან საომარი მოქმედებების განახლების ზღვარზეა. ამ დრომდე რუსი მესაზღვრეების ტყვეობაში რჩება სამი უკრაინული ხომალდი, რომლებზეც 24 უკრაინელი მეზღვაური იმყოფება. მსოფლიო ლიდერების ყურადღება ახლა სწორედ უკრაინისკენაა მიმართული. გაერო-ში უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მიმდინარეობს, უკვე დასრულდა ნატო-უკრაინის კომისიის სხდომა. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა უკიდურესად მას შემდეგ გამწვავდა, რაც ოდესის პორტიდან მარიუპოლისკენ მიმავალ სამ უკრაინულ გემს რუსმა მესაზღვრეებმა ცეცხლი გაუხსნეს და კატარღები დააკავეს. უკრაინულ მხარეს არიან დაჭრილებიც. კიევი მოსკოვს სამხედრო აგრესიაში ადანაშაულებს, მოსკოვი კი უკრაინას საზღვრის უკანონოდ კვეთაში და კონფლიქტის პროვოცირებაში სდებს ბრალს. მეტიც, რუსეთის ტონი მუქარანარევია. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
უკრაინა საომარი მდგომარეობის გამოცხადების მოლოდინში
Tv Kavkasia
უკრაინაში საომარი მდგომარეობის გამოცხადების შესახებ იმსჯელებ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ჰუმანიტარული დახმარება უკრაინას
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საომარი მდგომარეობა უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
42°პარალელი - საომარი მდგომარეობა უკრაინაში
პირველი არხი - 42-ე პარალელი
რუსეთი უკრაინაში შეიჭრა - ზელენსკიმ საომარი მდგომარეობა გამო...
TV IMEDI
უკრაინის პრეზიდენტის მიმართვა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ქართველები მეორე მსოფლიო ომში!
HISTORY GEO