შეხვედრა მეტროპოლიტენ ოპერის დასის მენეჯერთან
11 დეკემბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი საოპერო თეატრის – მეტროპოლიტენ ოპერის დასის მენეჯერს, სტივენ ბრაუნსა და თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს დავით კინწურაშვილს, ოპერის სხვა თანამშრომლებთან ერთად უმასპინძლა. ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს დაფინანსებით, ცნობილი მენეჯერი საგანგებოდ იმყოფება თბილისში, რათა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრს ადმინისტრაციული კუთხით საკუთარი გამოცდილება გაუზიაროს და კონსულტაციები გაუწიოს. ოპერისა და ბალეტის თეატრში უკვე მიმდინარეობს რეორგანიზაცია, რომლის ფარგლებშიც შეიქმნა ადამიანური რესურსების მართვის, განვითარებისა და მარკეტინგის დეპარტამენტები. საკუთარ უმდიდრეს ტრადიციებზე დაყრდნობითა და მსოფლიო მასშტაბის საოპერო თეატრის გამოცდილების გათვალისწინებით, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი დაიმკვიდრებს ერთ-ერთი მნიშვნელოვან ადგილს მსოფლიოს წამყვან საოპერო თეატრებს შორის. http://www.culture.gov.ge/ / culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
მეტროპოლიტენის მემანქანეების ნაწილმა კახა კალაძესთან შეხვედრ...
PalitraNews
თბილისის მეტროპოლიტენის გაფიცული მემანქანეები კახა კალაძესთა...
PalitraNews
მეტროპოლიტენის თანამშრომლების მოთხოვნა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ყოველწლიური გენერალური ასამბლეა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ყოველწლიური გენერალური ასამბლეა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შეხვედრა
Saakashvili Mikheil - Саакашвили Mихаил
შეხვედრა
Saakashvili Mikheil - Саакашвили Mихаил
შეხვედრა
Saakashvili Mikheil - Саакашвили Mихаил