იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ადგილი ვაკანტურია. ჰამლეტ რაზმაძემ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. ადმინისტრაციის ახალ ხელმძღვანელს აკადემიური საბჭოს წარდგინებით, წარმომადგენლობითი საბჭო, ფარული კენჭისყრის შედეგად დაამტკიცებს. უმაღლესი სასწავლებლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს სავალდებულოა ჰქონდეს უმაღლესი განათლება, მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი. აღნიშნული თანამდებობის დაკავების მსურველთა რეგისტრაცია 2014 წლის 20 იანვრამდე გაგრძელდება.
ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/1eFMmcU
ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/1eFMmcU