ვინ გახდება თესაუს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი?
იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული ვაკანსიის ვადა ამოიწურა. დარეგისტრირდა სამი კანდიდატი: მოწვეული პედაგოგი და მეცნიერებათა დოქტორი თამარ ზუბიტაშვილი, უმაღლესი სასწავლებლის რექტორის მოადგილე - ალექსანდრე ყვირალაშვილი და პაატა გოცირიძე, რომელიც წლების განმავლობაში უმაღლესი სასწავლებლის იურიდიული სამსახურის უფროსად მუშაობდა. 30 იანვრის ჩათვლით, აღნიშნული სამი კანდიდატიდან, უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ შერჩეული კანდიდატი წარმომადგენლობით საბჭოს უნდა წარუდგინოს, რომელიც ფარული კენჭისყრით დაამტკიცებს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ახალ ხელმძღვანელს. შეგახსენებთ, რომ თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვაკანსია მას შემდეგ გამოცხადდა, რაც ადმინისტრაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა - ჰამლეტ რაზმაძემ თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. ვებ-გვერდზე გადასვლა: http://bit.ly/M8rvFr
მსგავსი ვიდეოები
ვინ გახდება მის საქართველო 2012
Music Box
ვინ გახდება თელავის გამგებელი?
ტელეკომპანია თანამგზავრი
ვინ გახდება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე?
Ajara TV
მასწავლებლის ეროვნული ჯილდო - კანდიდატი მასწავლებლები „იმედი...
TV IMEDI
#წიგნებისთარო ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა VS კომაროვის ს...
ვინ გახდება ცესკო-ს ახალი თავმჯდომარე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„მასტერშეფ საქართველოს“ ფინალი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვინ გახდება გამარჯვებული! | სტრიმი #234
The Collector - კაზინო სტრიმი