ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ხელვაჩაურის მერიას კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს. მიშა ბოლქვაძის ინფორმაციით, გასულ წელს თვითმმართველობამ სოფელ წინსვლის წყლის მიმღები ავზის რეაბილიტაციისთვის 52 ათას 997 ლარი დახარჯა. შპს „ბაბი 21 „ -ის მიერ შესრულებული სამუშაოები ჩაიბარეს , თუმცა წყლის სისტემა არ ფუნქციონირებს.
ოპონენტთა ბრალდებებს „ხელვაჩაურის წყალკანალი“-ს დირექტორი არ იზიარებს და უსაფუძვლოს უწოდებს. დავით მიქელაძე ირწმუნება, რომ წინსვლაში წყლის სისტემა ფუნქციონირებს და არსებული ხარვეზები უმნიშვნელოა. წყლის მიმღები ავზით , 350-მდე ოჯახი სარგებლობს.
#მიშა_ბოლქვაძე #ხელვაჩაური #კორუფცია