დავით ზალკალიანის განცხადება


სპეკულაცია, რასაც გარკვეული პირები საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის იყენებენ, - ასე გამოეხმაურა საგარეო საქმეთა მინისტრი ქართველი სამხედროების შესაძლო პასუხისმგებლობის საკითხთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას.

დავით ზალკალიანი აცხადებს, უნდა დადგეს რუსი მაღალჩინოსნებისა და უკანონო ბრძანებების გამცემი პირების პასუხისმგელობის საკითხი და არა ქართველი ჯარისკაცების, რომლებიც საკუთარი ტერიტორიის დასაცავად იბრძოდნენ.

ქვეყნის პირველი დიპლომატის განცხადებით, მისი უწყება იუსტიციის სამინისტროს, ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოსთან თანამშრომლობის კუთხით ეხმარება და ჰააგაში ყველა საჭირო მტკიცებულება, ათასობით დოკუმენტი და ვიდეომასალაა გადაგზავნილი.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან