პროკურატურაში მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს (Bench \u0026 Bar) შეხვედრა გაიმართა

30.06.2021 02:43

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს (Bench \u0026 Bar) შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საქართველოს გენერალური პროკურატურის, ევროპის საბჭოს, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლები და თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეები ესწრებოდნენ. ღონისძიება საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილემ ნათია მერებაშვილმა, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ დავით ასათიანმა და ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის უფროსის მოადგილემ ვაჰაგ მურადიანმა გახსნეს. როგორც გენერალური პროკურორის მოადგილემ ნათია მერებაშვილმა განაცხადა, Bench \u0026 Bar-ის ფორმატში - პროკურორებს, მოსამართლეებსა და ადვოკატებს შორის გამართული შეხვედრის თემას - აღკვეთის ღონისძიების გამოყენების პრაქტიკა წარმოადგენს. "ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია აღკვეთის ღონისძიების დასაბუთების ხარისხის ზრდა და ამ მიმართულებით ევროსასამართლოს პრაქტიკასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა. ამ კუთხით ბევრს ვმუშაობთ პროკურორების კვალიფიკაციის ამაღლებაზე. შესაბამისად, იურიდიული პროფესიის წარმომადგენლებს შორის მსგავსი ტიპის შეხვედრები ხელს უწყობს თეორიის და პრაქტიკის დახვეწას და გამოწვევებთან გამკლავებას“ - განაცხადა ნათია მერებაშვილმა. Bench \u0026 Bar-ის შეხვედრის ფარგლებში, მონაწილეებმა განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა გირაო და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო. ევროპის საბჭოს კონსულტანტმა ლევან მესხორაძემ ​ადგილობრივ პრაქტიკასა და სამართალში წინასასამართლო ღონისძიებების გამოყენების კუთხით გამოვლენილ მთავარ ხარვეზებზე ისაუბრა.  განხილულ საკითხებთან დაკავშირებით დისკუსიები გაიმართა და მხარეებმა ერთმანეთს მოსაზრებები გაუზიარეს, შემუშავებული რეკომენდაციები შეაჯამეს და მათი განხორციელების სამომავლო ნაბიჯებზე შეთანხმდნენ. ვრცლად: https://pog.gov.ge/news/prokuraturash...

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

გენერალური პროკურორი მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს პირველ შეხვედრას დაესწრო
04:09

გენერალური პროკურორი მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს პი...

საქართველოს პროკურატურა

მემორანდუმი მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს დაარსების შესახებ
02:45

მემორანდუმი მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს დაარსების შ...

საქართველოს პროკურატურა

მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს მმართველი კომიტეტის სამუშაო შეხვედრა
01:55

მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს მმართველი კომიტეტის სამ...

საქართველოს პროკურატურა

შეხვედრა სასამართლო რეფორმის საკითხებზე
03:01

შეხვედრა სასამართლო რეფორმის საკითხებზე

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემაში დაგეგმილი რეფორმის შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა
01:35

სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემაში დაგეგმილი რეფორმ...

საქართველოს პროკურატურა

კვლევის შედეგების პრეზენტაცია პროკურატურაში
01:23

კვლევის შედეგების პრეზენტაცია პროკურატურაში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ირაკლი შოთაძემ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში შეტანილი წვლილისთვის პროკურორები დააჯილდოვა
01:14

ირაკლი შოთაძემ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში შეტანილი წვლ...

საქართველოს პროკურატურა

ადვოკატი - ნიკა მელია არ აპირებს მიმალვას
03:59

ადვოკატი - ნიკა მელია არ აპირებს მიმალვას

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო