ზესტაფონში ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი დააკავეს


შსს-მ ზესტაფონში კრიმინალური ავტორიტეტი დააკავა. გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნული პირი ზესტაფონში ერთ-ერთ მეწარმეს თავისი კრიმინალური ავტორიტეტის გამოყენებით, „ქურდული გარჩევის“ გზით, ე.წ. კანონიერი ქურდების სასარგებლოდ, ბიზნეს საქმიანობიდან გარკვეული წილის დათმობას აიძულებდა.

პოლიციამ, დაკავებულის ავტომანქანის ჩხრეკისას, „ტტ“-ს მოდელის ცეცხლსასროლი პისტოლეტი და 7 საბრძოლო ვაზნა ამოიღო. გამოძიება „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან