ქურდული სამყაროს წევრობისთვის ძებნილი პირი დააკავეს

15.12.2018 00:32

სამართალდამცველებმა ქურდული სამყაროს წევრობისთვის ძებნილი პირი დააკავეს. ის ზესტაფონში აიყვანეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ის ძმასთან, უცხოეთში მყოფ ქართველ ე.წ. კანონიერ ქურდთან - ფრიდონ სულაქველიძესთან ერთად „ქურდულ გარჩევებში“ მონაწილეობდა. ძმები  ორგანიზებული დანაშაულის ჯგუფის წევრებს დავალებებს აძლევდნენ და „ქურდული სამყაროს“ მიერ დადგენილი წესებით მოქმედებდნენ. დაკავებული 18 ივნისიდან იძებნებოდა. მას ბრალი დაუსწრებლად წარედგინა და სასამართლოს მიერ პატიმრობა შეეფარდა. ამჟამად, დაკავებული პენიტენციურ დაწესებულებაშია გადაყვანილი. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო