აუტიზმის მსოფლიო დღე


მსოფლიო 2 აპრილს აუტიზმის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.

სხვადასხვა ღონისძიებით და აქტივობით თარიღს საქართველოც უერთდება. არასწორი სტერეოტიპული შეხედულებები და საზოგადოებასთან ინტეგრაცია -ძირითადად ამ პრობლემასთან უწევთ ბრძოლა ოჯახებს, სადაც აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვები იზრდებიან. გამოწვევად რჩება თერაპიების დაფინანსებაც. ამ ეტაპზე სახელმწიფო მხოლოდ 16 წლამდე მოზარდების სერვისებს აფინანსებს და ისიც არასრულად.

არასამთავრობო ორგანიზაციების არაერთი მოთხოვნის შემდეგ, თბილისში სპეციალური ცენტრი შენდება, სადაც 16 წელს გადაცილებული აუტისტური სპექტრის მქონე პირები სხვადასხვა სერვისით ისარგებლებენ და სამუშაო უნარებს შეიძენენ.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან