2 აპრილი აუტიზმის ცნობადობის ამაღლების დღე - ზუგდიდელი მშობლების ვიდეო ბლოგი
ყოველი წლის 2 აპრილს აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით, ზუგდიდში აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვების მშობლებმა ერთობლივი ვიდეო ბლოგის გაკეთება გადაწყვიტეს, რაშიც მათ რადიო „ათინათი“ დაეხმარა. „დამირეკა ჩემმა მეგობარმა მაკა დგებუაძემ, რომელიც ასოციაცია „გზამკვლევის“ ერთ-ერთი დამფუძნებელია და მთხოვა, აუტიზმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, რაიმე აქტივობა გაგვეკეთებინა. მოვიფიქრეთ, ჩაგვეწერა ვიდეო, სადაც მშობლები ისაუბრებდნენ თავიანთ შვილებზე, მიდგომებზე, ისტორიებსა და გამოცდილებაზე. ვფიქრობ, ამ ვიდეო ბლოგით ჩვენი წვლილი შევიტანეთ აუტიზმის ცნობადობის ამაღლებაში და ასევე ერთგვარი მხარდაჭერა გამოვუცხადეთ სხვა მშობლებს“, - თქვა იდეის ერთ-ერთმა ავტორმა და მშობელმა დავით ქანთარიამ. 2007 წლის 18 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2 აპრილი აუტიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მსოფლიო დღედ გამოაცხადა. აუტიზმი მიეკუთვნება ნეიროგანვითარებითი დაავადებების ჯგუფს და ხასიათდება სოციალური ურთიერთობების, კომუნიკაციისა და ქცევის პრობლემებით. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI... Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
აუტიზმის ცნობადობის ამაღლების დღეს გიგი სიჭინავას ნამუშევრებ...
Radio Atinati
აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღე
Ilia State University
2 აპრილი - აუტიზმის ცნობადობის გაზრდის მსოფლიო დღე ილიაუნიში
Ilia State University
აუტიზმი | ადრეული დიაგნოსტირებისა და თერაპიის მნიშვნელობა
შუადღე GDS / shuadge GDS
#ახალიდღე 2 აპრილი აუტიზმის ცნობადობის ამაღლების საერთაშორის...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აუტიზმის მსოფლიო დღე ალბიუსში | 2016
ALBIUS
აუტიზმი - დაინახე პოტენციალი
SEU University
2 აპრილი აუტიზმის ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღეა
Liberty • ლიბერთი