© https://mtisambebi.ge/ - „ოთხნი ვიყავით. ხუთნი... გაუსაძლისი პირობები იყო, კარავიც კი არ გვქონდა, ღია ცის ქვეშ გვიწევდა გაჩერება. მთავრობას თუ უნდა, მაინც გააკეთებსო. თუ უნდა, რას ჰქვია? თუ ხალხი გაერთიანდება და ამას შეეწინააღმდეგება, მითუმეტეს როცა სიმართლისთვის იბრძვი. ჩვენ არ დავიღლებით. რამდენიც არ უნდა დავრჩეთ აქ, არ დავიღლებით!“, - „მთის ამბები“ რიონის ხეობის კიდევ ერთ დარაჯს, ნუგზარ გოდოლაძეს გაგაცნობთ. ის 4 შვილის მამაა. ლეჩხუმში, სოფელ ქორენიშში ცხოვრობს.